მაია ცქიტიშვილი: სახელმწიფო ვერ აიღებს საკუთარ თავზე კომერციული ინვესტორის კომერციული რისკების დაფარვას და ეს საკითხი ამოწურულია

საქართველოს ვიცე-პრემიერის, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მაია ცქიტიშვილის ინფორმაციით, ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან კომუნიკაცია გრძელდება, თუმცა ახალი ინვესტორის კანდიდატურა ჯერჯერობით წარმოდგენილი არ არის. ინფორმაციას სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

მაია ცქიტიშვილმა კომენტარი გააკეთა კონსორციუმის გენერალური დირექტორის ლევან ახვლედიანის განცხადებაზე, რომელიც სესხის გარანტიის უზრუნველსაყოფად 150- მილიონიანი ფონდის შექმნას ეხებოდა.

„სახელმწიფო ვერ აიღებს საკუთარ თავზე კომერციული ინვესტორის კომერციული რისკების დაფარვას დაზღვევის გარანტიის თუ რაიმე სხვა სახით და ვფიქრობ, ეს საკითხი ამოწურულია. ამ თემასთნ დაკავშირებით ჩვენ უკვე არაერთხელ გვქონდა მსჯელობა და ყველა დეტალი ცნობილია,“ – აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად