მაია ცქიტიშვილი: ოპოზიციის მხრიდან მოვისმინეთ ჩვეული დემაგოგია და ასევე მოზომილი კრიტიკა

ოპოზიციასთან დაკავშირებით ორი ემოცია მაქვს – პირველ რიგში, მოვისმინეთ, რა თქმა უნდა, ჩვეული დემაგოგია და ეს არის ძალიან სამწუხარო, რადგან როდესაც ინსტიტუციაზე ვსაუბრობთ, ყველას გვაქვს სურვილი, რომ პარლამენტი იყოს ადგილი, სადაც ხდება კონსტრუქციული კამათი და შესაძლებელია მოსახლეობისთვის საინტერესო მწვავე კითხვებზე პასუხის გაცემა – ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა ოპოზიციის განცხადებების შეფასებისას აღნიშნა.

მისი თქმით, უსაგნო კომენტარებისა და პოლიტიკური დემაგოგიის მოსმენა, რაც პარლამენტში არაერთხელ გაისმა, ინსტიტუციის პრესტიჟზე მოქმედებს. ამასთან, მაია ცქიტიშვილმა განაცხადა, რომ ოპოზიციის მხრიდან ასევე შენიშნა მოზომილი კრიტიკა, რაც მისი თქმით, დასაფასებელია.

„რაც შეეხება ჩემს მეორე ემოციას, ეს უკავშირდება ოპოზიციის ნაწილის მხრიდან საკმაოდ მოზომილ კრიტიკას და ეს იყო ნიშანი იმისა, რომ ხანდახან ოპოზიციაც ხედავს გაკეთებულ საქმეს, მადლობაც მოვისმინეთ. ამას ავხსნი პირველ რიგში იმით, რომ როდესაც ასეთი ტიპის პანდემიას ებრძვი, რა თქმა უნდა, ოპოზიციაც და მისი წევრებიც არიან ამ ქვეყნის მოქალაქეები და მათზე და მათი შვილების ჯანმრთელობაზეც და უსაფრთხიოებაზეც ვზრუნავდით. სავარაუდოდ, დღევანდელი ტონალობები ამით აიხსნება, რაც ასევე დასაფასებელია,“- აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად