მაია ცქიტიშვილი: მისასალმებელია ის წვლილი, რომელიც ბიძინა ივანიშვილის ოჯახს შეაქვს მსოფლიო მასშტაბის კატასტროფის შედეგების შესამცირებლად

ბიძინა ივანიშვილის ოჯახისთვის უცხო ნამდვილად არ არის ქველმოქმედება და რამდენადაც ვიცი, მთლიანობაში 3 მილიარდ დოლარზე მეტი აქვს ამ მიმართულებით დახარჯული საქართველოში. ქველმოქმედების სივრცე არ იზღუდება და ნამდვილად მისასალმებელია ის წვლილი, რომელიც ბატონი ბიძინას ოჯახს შეაქვს მსოფლიო მასშტაბის კატასტროფის შედეგების შესამცირებლად, – ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა ჟურნალისტებს, ბერა ივანიშვილის მიერ ამაზონის ტყის გადასარჩენად გაღებული თანხის შესახებ დასმული შეკითხვის საპასუხოდ განუცხადა. ინფორმაციას სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

ცქიტიშვილის თქმით, სამწუხაროდ, ძალიან გახშირდა უსაფუძვლო კრიტიკა ბიძინას ივანიშვილისა და მისი ოჯახის მიმართ და ეს თემაც, კონკრეტული პოლიტიკური დღის წესრიგიდან გამომდინარე, ზოგიერთი უპასუხისმგებლო ძალის მხრიდან თავდასხმის საგანი გახდა.
ამაზონის ტყეებში ხანძრებთან საბრძოლველად მუსიკოსი ბერა ივანიშვილი 1,1 მილიონ დოლარის გადარიცხვას გეგმავს. ამის შესახებ მისი ვიდეომიმართვიდან გახდა ცნობილი, რომელიც „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე გაავრცელა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად