მაია ცქიტიშვილი: კურორტ წყალტუბოს აღორძინებას უპრეცედენტო გავლენა ექნება მთელს რეგიონზე

არ შემიძლია ამ ინიციატივას არ მივესალმო და არ აღვნიშნო მისი განსაკუთრებული მნიშვნელობა და ქველმოქმედების უპრეცედენტო მასშტაბი, – ასე ეხმაურება საქართველოს ვიცე-პრემიერი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის მიერ წყალტუბოს აღორძინების პროექტზე მუშაობის დაწყების გამოცხადებას.

„ათეული წლების განმავლობაში წყალტუბომ, სამწუხაროდ, ვერ დაიბრუნა ის ფუნქცია, რომელიც ჰქონდა და ბატონი ბიძინას ინიციატივის შედეგად, ამ პოტენციალის სრულად ათვისება რეალისტური გახდა. ეს არის მაგალითი როგორ შეიძლება სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ქველმოქმედმა შეცვალოს მთელი რეგიონი და დარწმუნებული ვარ, შედეგებს ძალიან მალე ვიხილავთ. ეს არ არის მხოლოდ წყალტუბოს რეაბილიტაციის პროექტი, ამ კურორტის აღორძინებას უპრეცედენტო გავლენა ექნება მთელს რეგიონზე, ეს ახალ სამუშაო ადგილებს და ახალ შესაძლებლობებს,“ – აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.

ვიცე-პრემიერის თქმით, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებთან მიმართებით, გათვალისწინებული იქნება საკანონმდებლო რეგულაციები.

რაც შეეხება ინფრასტრუქტურულ პროექტებს, მინისტრმა ჟურნალისტებთან წყალტუბოში დევნილთა სახლების მშენებლობასა და სხვა მიმდინარე სამუშაოებზე ისაუბრა.

„იყო არაერთი შემთხვევა, როცა სახელმწიფო ცდილობდა წყალტუბოში ამ სასტუმროების გაყიდვას, არსებობდა რამდენიმე საინვესტიციო ვალდებულებაც, მაგრამე სამწუხაროდ ვერ შესრულდა. ამდენად, ამ კურორტს უკვე 30 წელია სჭირდება დიდი ინვესტიცია, რაც ვერც ადგილობრივებმა და ვერც უცხოელმა ინვესტორებმა ვერ განახორცილეს. საბედნიეროდ, მალე სხვა რეალობა გვექნება,“- თქვა მაია ცქიტიშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად