მაია ცქიტიშვილი: ის საავადმყოფოები, რომლითაც ჩვენი ჯანდაცვის სექტორი არსებობს, დიდწილად „ქართუს“ დახმარებით გაკეთდა

ამის შესახებ რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, იქ, სადაც სახელმწიფოს არ აქვს რესურსი, გვევლინება „ქართუ“.

“ჯგუფი „ქართუ“ უკვე 30 წელია ასრულებს ფუნქციას და ის არის დამზღვევი სახელმწიფოსი იქ, სადაც ქვეყანას უჭირს. ასევე, იქ, სადაც სახელმწიფოს არ აქვს რესურსი, გვევლინება „ქართუ“. ყველას ახსოვს საქველმოქმედო საქმიანობა. ის საავადმყოფოები, რომლითაც ჩვენი ჯანდაცვის სექტორი არსებობს, დიდწილად „ქართუს“ დახმარებით გაკეთდა. დღესაც, ეს შესაძლო დახმარება არანაირი თანხით არ არის შეზღუდული და „ქართუ ფონდიდან“ ჩვენ გვაქვს ინორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ სრული მხარდაჭერის მზაობა არის იქ, სადაც სახელმწიფო ამ დახმარების საჭიროებას დაინახავს. მადლობა „ქართუ ფოდს“ ამისთვის“, – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად