მაია ცქიტიშვილი: გადასარჩენი გიორგი გახარიას არაფერი სჭირს

“ჩვენ პირველივე დღიდან ვსაუბრობდით, რომ ეს არის აბსოლუტურად ბუნებრივი, ამ წერილს ბატონ გახარიასთან მაშინაც არანაირი კავშირი არ ჰქონდა“, – ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა მამუკა ხაზარაძის მიერ წარდგენილ წერილთან დაკავშირებით განაცხადა.

ოპოზიციის განცხადებებს კი, თითქოს „ქართული ოცნება“ საქართველოს პრემიერმინისტრის გიორგი გახარიას გადარჩენას ცდილობს, მაია ცქიტიშვილი პასუხობს: “ნამდვილად მინდა, კომენტარის სახით გავაკეთო, გადასარჩენი გახარიას არაფერი სჭირს”.

ცნობისთვის, პროკურატურამ მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის მიმართ განხორციელებული შესაძლო იძულების ფაქტზე დანიშნული დაქტილოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნა მიიღო და განცხადებას ავრცელებს. სადაც ნათქვამია: წერილზე არსებული თითის კვლები არ ეკუთვნის საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას

შეგახსენებთ, რომ მამუკა ხაზარაძემ 2019 წლის 4 მარტს, პარლამენტის საბიუჯეტო-საფინანსო კომისიაზე სიტყვით გამოსვლისას თქვა, რომ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ, მაშინდელმა შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ, მუქარის წერილი გაუგზავნა, სადაც ეწერა, რომ “რაღაცის შეუსრულებლობის” შემთხვევაში, ხაზარაძეს და TBC ბანკს რეპუტაციული ზიანი მიადგებოდა.

მოგვიანებით ხაზარაძემ ეს წერილი გაასაჯაროვა. მისი ავტორი ხაზარაძისგან 3 პუნქტის შესრულებას ითხოვდა, ერთ-ერთი მათგანი კი, “რევანშის” ხსენებით, საზოგადოებისთვის სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერისკენ მოწოდება იყო.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად