მაია ცქიტიშვილი ევროსაბჭოს ადგილობრივი და რეგიონალური ხელისუფლების კონგრესის დელეგაციას შეხვდა

საქართველოს ვიცე-პრემიერი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი ევროსაბჭოს ადგილობრივი და რეგიონალური ხელისუფლების კონგრესის დელეგაციას შეხვდა. ინფორმაციას უწყების პრესსამსახური ავრცელებს.

კონგრესის პრეზიდენტი ანდერს კნაპე და კონგრესის გენერალური მდივანი ანდრეას კიფერი, საქართველოს ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარეობის ფარგლებში, ქვეყანას პირველი ოფიციალური ვიზიტით სტუმრობს.

სხვა თემებთან ერთად, მხარეებს შორის საუბარი შეეხო თვითმმართველობის განვითარების საკითხებს, ახლადდამტკიცებულ დეცენტრალიზაციის სტრატეგიასა და ამ სტრატეგიის შესაბამისად დაწყებულ აქტივობებს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად