მაია ცქიტიშვილი: დიახ, ხაზარაძისგან განსხვავებით კარგად ვაცხობ ხაჭაპურს და კარგად ვაკეთებ ჩემს საქმეს

დიახ, ხაზარაძისგან განსხვავებით კარგად ვაცხობ ხაჭაპურს და კარგად ვაკეთებ ჩემს საქმეს, – ასე გამოეხმაურა “ლელოს” დამფუძნებლის მამუკა ხაზარაძის განცხადებას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი.

“დიახ, გაგიკვირდებათ და მამუკა ხაზარაძისგან განსხვავებით კარგად ვაცხობ ხაჭაპურს, კარგად ვაკეთებ ჩემს საქმეს, კარგად ვაშენებ გზებს და თუ საჭირო გახდება ძალიან კარგად ავაშენებ პორტს”, – განაცხადა ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

შეგახსენებთ, მამუკა ხაზარაძემ მაია ცქიტიშვილის მისამართით თქვა: “საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრს, მაია ცქიტიშვილს წარმოდგენა არ აქვს, რა არის საერთოდ ინფრასტრუქტურა. შეიძლება კარგად აცხობს ხაჭაპურს, მაგრამ მე არ ვიცი, რა გამოცდილება ჰქონდა მას წინა ცხოვრებაში, როცა ამ მილიარდებს აბარებენ”.

ამ განცხადების გამო მამუკა ხაზარაძე მკაცრად გააკრიტიკეს და ეს განცხადება სექსისტურ განცხადებად იყო აღქმული საზოგადოების ერთი ნაწილის მხრიდან.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად