მაია ცქიტიშვილი: დავით სერგეენკო იყო და რჩება ჩვენი გუნდის წევრად

“რაიმე სახის საკადრო გადაწყვეტილება თუ იქნება, მამუკა ბახტაძე გაცნობებთ“, – ამის შესახებ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა ჯანდაცვის მინისტრის შესაძლო გადადგომაზე კომენტირებისას განაცხადა.

„დავით სერგეენკოსთან დაკავშირებით მამუკა ბახტაძემ გააკეთა უკვე კომენტარი. ბატონი დავითი, რა თქმა უნდა, არის ჩვენი გუნდის წევრი. ნებისმიერ საკადრო გადაწყვეტილებაზე რაიმე კომენტარის შემთხვევაში, ჟურნალისტები პირველები გაიგებთ. პრემიერი უფლებამოსილია, ნებისმიერი სახის საკადრო გადაწყვეტილება მიიღოს“, – განაცხადა ცქიტიშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...