მაია ცქიტიშვილი: ჩვენ სახალხო პროტესტთან არ გვაქვს საქმე

ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა მტავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა.

“ქვეყანაში სიმშვიდე- სტაბილურობა არის ალბათ ყველაზე ნორმალური პროცესი, რაც კი შეიძლება იყოს, რაც მაქსიმალურად შეუწყობდა ხელს ტურიზმის, ეკონომიკის განვითარებას და ზოგადად, იმ განწყობის შენარჩუნებას, რომელიც, რა თქმა უნდა, ქვეყნის განვითარებისთვის იქნებოდა პოზიტიური. თუმცა როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ იმ აქციებზე, რასაც ჩვენ ვხედავთ და ჩვენი ოპზოციის მცდელობას, რომ წარმოაჩინონ ეს აქციები როგორც სახალხო პროტესტი,რა თქმა უნდა, ჩვენ ასევე ვხედავთ პირველ რიგში მედიასაშუალებების მეშვეობით, რომ ეს აქციები პირველ რიგში არის ოპოზიციის, ოპოზიციის მიერ ორგანიზებული და მხოლოდ ოპოზიციის წევრების მონაწილეობით ორგანიზებული აქციები.

ამ შემთხვევაში ჩვენ არ გვაქვს საქმე სახალხო პროტესტთან და სამწუხაროდ, ზოგიერთ შემთხვევაში, ჩვენ ვიხილეთ რომ ის აქციები,რ ომელსაც ოპოზიციის წევრები ატარებენ და რისი სრული უფლებაც აქვთ, მაგრამ არის გაცდენილი იმ გამოხატვის ტავისუფლების მშვიდობიან და კონსტრუქციულ ფორმებს და, სამწუხროდ, იძენს აგრესული ფორმებს, იმ ფორმებს, რომელიც საშუაელბას აძლევს ოპოზიციას წარმოაჩინოს ან სახალხო პროტესტი, ან ფართო პროტესტი და ამასთან ერთად, რა თმა უნდა, ყოველად მიუღებელია ის აგრესიული ქმედებები,რ ომელიც არის მიმართული პარლამენტარების მიმართ. მათ შორის, როდესაც დღესაც, კონკრეტულ პარლამენტარებს არ მიეცათ თავისი ფუნქციის განხორციელების, პარლამენტში შესვლის საშუალება. რა თქმა უნდა, ეს ფორმები არ არის მისაღები და აქედან გამომდინარე, ჩვენ როგორც ხელისუფლება, ვალდებული ვართ ვიმოქმედოთ კანონის ფარგლებში და პირველ რიგში, მივცეთ ჩვენს დემოკრატიულ ინსტიტუციას, პარლამენტს საშუალება, რომელიც ასახავს ჩვენი მოსახლეობის არჩევანს და რომელიც სწორედ რომ არის საარჩევნო პროცესის შედეგად ჩვენი მოსახლეობის არჩევანის გამოსახულება, ამ პარლამენტარებს, შეასრულონ თავისი მოვალეობა, იმუშაონ და წარმართონ დემოკატიული პროცესი. რ

ოგორც თქვენ ხედავთ, ყველა ამ აქციას და ასეთი ტიპის პროტესტ,ნებისმიერ მოძრაობას თუ კამპანიას აქვს სრული თავისუფლება, ჩაატაროს მათ მიერ დაგეგმილი ღონისძიებები და აქციები. გამოხატვის თავისუფლებას ამ ქვეყანაში არაფერი არ ემუქრება, წლების განმავლობაში ეს ყველას დავანახეთ და დღესაც ის, რაც ხდება ჩვენს ქუჩებში, მთავრობის ადმინისტრაციასთან და პარლამენტთანაც, ეს არის იმ გამოხატვის თავისუფლების დაცვა, რაც სახელმწიფოს ვალდებულებაა. მაგრამ ამასთან ერთად სახელმწიფოს ვალდებულებაა, დავიცვათ კანონი და წესრიგი. მე მგონი ჩვენი მოსახლეობა ძალიან კარგად ხედავს, როდესაც არის ოპოზიციის მიერ ორგანიზებული აქცია, რომელშიც უმეტესწილად მხოლოდ ოპოზიციის წარმომადგენლები იღებენ მონაწილეობას და განასხვავონ ეს აქციები იმ აქციებისგან,რ ომელიც რეალურად მოსახლეობის პროტესტს და გულწრფელ პროტესტს ასახავს” – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად