მაია ცქიტიშვილი: ბავშვები, რომლებიც პანდემიის პირობებში იზრდებიან და სკოლის გარეშე დარჩნენ, ახალი წლის გარეშე ნუ დავტოვებთ

ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა გადაცემაში “ღამის კურიერი” ეთერში განმარტა, თუ რატომ გადაწყვიტა საკოორდინაციო საბჭომ ახალი წლის დღეებში რეგულაციების შემსუბუქება.

მაია ცქიტიშვილის თქმით, პანდემიის დროს ის ბავშვები, რომლებიც სკოლის გარეშე დარჩნენ, არ უნდა დარჩნენ ახალი წლის გარეშეც.

“ახალი წელი ქვეყანაში უნდა იყოს, უნდა შევთანხმდეთ, რომ ბავშვები, რომლებიც პანდემიის პირობებში იზრდებიან და სკოლის გარეშე დარჩნენ, სჭირდებათ ახალი წელი მათ და მოდით ახალი წლის გარეშე ნუ დავტოვებთ.

ბიძინა კულუმბეგოვიც საუბრობდა, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ასეთ დროს ფსიქოლოგიური მდგომარეობა”, – აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად