მაია ცქიტიშვილი: ანაკლიის პორტზე სკეპტიციზმს ემოციურადაც კი ვერ ვიზიარებ

ამის შესახებ რეგიონალი განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა “ტვ პირველის” ეთერში, გადაცემაში “პოლიტმეტრი” განაცხადა.

“მე ვიცი, რომ თითოეული ეს ურთიერთობა, თითოეული ეს შეხვედრა შემდგომში რა ნაბიჯების მომტანია, ამის შედეგად რა სახის მხარდაჭერას მივიღებთ ჩვენ და ასევე ძალიან კარგად ვიცი, რომ თითოეული ეს შეხვედრა კიდევ ერთ გადადგმულ ნაბიჯს ნიშნავს. აქედან გამომდინარე მე ამ სკეპტიციზმს არა მარტო ემოციურად ვერ ვიზიარებ, არამედ დარწმუნებული ვარ ამაში… დამერწმუნეთ, რომ ამ ნაწილში პრობლემა არ არის”, – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...