A1 ბანერი

მაია ცქიტიშვილი: ანაკლიის პორტზე სიმართლის მოსატანად მოვედი დღეს პარლამენტში

“მადლობა თქვენი დროისთვის, მადლობა რომ მომისმინეთ. იყო კითხვა რატომ მოვედი აქ ანაკლიის პორტის მშენებლობაზე სალაპარაკოდ? სწორედ იმიტომ რომ გაჩნდა სპეკულაციები, იმიტომ რომ პარლამენტის მხრიდან იყო ოფიციალური მომართვაც ჩემს სახელზე, ისევე როგორც ძალიან ბევრი კითხვა, კომენტარიც გაჟრედა ამ პროექტთან დაკავშირებით.” – ასე მიმართა თავის დასკვნით სიტყვაში მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა პარლამენტარებს.

“რადგანაც უკვე რამდენიმე კომიტეტიდან იყო კითხვები ამიტომ გადავწყვიტე რომ არ დავლოდებოდი ამ კომიტეტების რიგს და მქონოდა შესაძლებლობა ყველა კომიტეტისთვის და ყველა პარლამენტარისთვის მომემართა და რაც უფრო მნიშვნელოვანია საზოგადოებისთვის.

ამ პროექტში არ არსებობს მხოლოდ ერთი მხარე მხოლოდ ცალმხრივი ინფორმაცია და როდესაც ჟღერდება ასეთი თუ ისეთი განცხადებები, სპეკულაციები მას უნდა დაუპირისპირო სიმართლე. სწორედ ამ სიმართლის მოსატანად მოვედი დღეს თქვენთან იმისთვის რომ თქვენთვის პირველ რიგში და რა თქმა უნდა საზოგადოებისთვის მომეყოლა ის ფაქტობრივი მდგომარეობა რომელიც ამ პროექტთან დაკავშირებით გვაქვს“ – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა ანაკლიის პორტის მშენებლობასთან დაკავშირებით პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დასკვნით სიტყვაში.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...