მაია ცქიტიშვილი: ანაკლიის პორტი ამერიკასთან ეკონომიკური თანამშრომლობის ნაწილია

ამის შესახებ რეგიონალი განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა “ტვ პირველის” ეთერში, გადაცემაში “პოლიტმეტრი” განაცხადა.

გადაცემის წამყვანის რეპლიკაზე, რომ ასეთი მნიშვნელოვანი გზავნილი მათ შორის მათი ხელისუფლების პირობებში და მათ შორის ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერობის დროსაც კი არ ახსენდება, რაც ანაკლიის პროექტთან დაკავშირებით გაისმა, – ცქიტიშვილი პასუხობს:

“ეს იმიტომ, რომ იშვიათად გვაქვს ასეთი მნიშვნელოვანი პროექტი, როგორიც ანაკლიის პორტის პროექტია. მოდით ესეც ვთქვათ. ეს არის ახალი პორტის მშენებლობა ანაკლიის რეგიონში, რომელიც საკმაოდ რთული რეგიონია პოლიტიკურად. შესაბამისად, ანაკლიის პორტზე ინტერესთა გამოხატვა თუ სწორად მახსოვს 2014 წელს გამოცხადდა, შესაბამისად ღარიბაშვილის პრემიერობის დროს ვერ გაკეთდებოდა ასეთი აქცენტის გაკეთება. ვეძებთ პრობლემას იქ, სადაც პრობლემა არ არის. ანაკლიის პორტი არის მნიშვნელოვანი, მათ შორის უსაფრთხოების და ეკონომიკური უსაფრთხოების თვალსაზრისით. კონსორციუმში დიდი ნაწილია ამერიკული კომპანიის და კიდევ იქნა გამოხატული თანამშრომლობის სურვილი ამერიკული კომპანიის მიერ. უკვე სტრატეგიული თანამშრომლობის დეკლარაციაშიც კი იქნა ძალიან დიდი აქცენტები გაკეთებული ეკონომიკურ თანამშრომლობაზე. შესაბამისად, ანაკლიის პორტი ეკონომიკური თანამშრომლობის ნაწილია”, – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...