მაია ცქიტიშვილი: 2021 წლიდან ყაზბეგში და იმერეთში წყალმომარაგება-წყალარინების 130 მილიონი ევროს პროექტები დაიწყება

“გერმანიის რეკონსტრუქციის ბანკის დაფინანსებით იგეგმება როგორც ყაზბეგში, ასევე სამტრედიაში, ვანში და ბაღდათში წყალგაყვანილობის და წყალარინების მოწესრიგება“, – ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, ინფრასტრუქტურის მინიტრმა მაია ცქიტიშვილმა დეპუტატ მირიან წიკლაურის შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა.

ცქიტიშვილის თქმით, 130 მილიონი ევროს ღირებულების პროექტის დაწყება, ოთხივე ლოკაციაზე, 2021 წლიდან იქნება შესაძლებელი.

„ჩატარებულია ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა, ამჟამად ბანკთან მიმდინარეობს სასესხო ხელშეკრულების გაფორმება. სატენდერო პროცედურის გამართვა შესაძლებელი იქნება ხელშეკრულების ხელმოწერის შემდეგ“,- აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად