მაია ცირამუა: მიხედოს ვინმემ, რომ მარტოხელა დედებს და მათ შვილებს არ უწევდეთ მტკიცება, რატომ არ წერია მამის სახელი დაბადების მოწმობაში!

მიხედოს ვინმემ, რომ მარტოხელა დედებს და მათ შვილებს არ უწვდეთ მტკიცება, რატომ არ წერია მამის სახელი დაბადების მოწმობაში! – ამის შესახებ ფსიქოლოგი მაია ცირამუა სოციალურ ქსელში წერს:

“შესაძლოა არააქტუალური თემაა, თუმცა ვფიქრობ, რომ ადამიანის პირადი მონაცემების დაცვა ყოველთვის მნიშვნელოვანია. ამჯერად სამედიცინო დაწესებულებებში პაციენტების ანკეტური მონაცემების შევსების ფორმაზე მინდა დავსვა აქცენტი. არაერთხელ შევესწარი ძალიან უხერხულ მდგომარეობაში ჩავარდნილ მარტოხელა დედას და მის გვერდით მდგომ პატარას, რომელსაც კითხვის ნიშნებით სავსე თვალები აქვს.
-მამის სახელი? – კითხულობს სამედიცინო დაწესებულების ადმინისტრატორი.
– არ იწერება! – პასუხობს მარტოხელა დედა
– რას ქვია არ იწერება, მამა არ ჰყავს ბავშვს?! – ხმას უწევს ადმინისტრატორი
– გითხარით არ იწერება!
– ყველასი იწერება და მისი არა?!
– მარტოხელა დედა ვარ – ამბობს ახალგაზრდა ქალი და ხელს მაგრად უჭერს თავის შვილს, რომელიც ჯერაც ვერ ხვდება რას ნიშნავს ეს დაკითხვა.
ადმინისტრატორი ბოდიშსაც კი არ იხდის და ინდიფერენტული სახით გაიძახის:
– შემდეგი!
******
ამასწინათ ერთ-ერთ სამედიცინო დაწესებულებაში პაციენტს გვერდით მდგომმა პაციენტმა დასცინა მისი ერთ-ერთი პირადი ინფორმაციის ადმინისტრატორისთვის გაზიარებისას. ამას დიდი დაპირისპირებაც მოჰყვა.
აქედან დასკვნა, – ან შესაბამის დაცულ სივრცეში შეაგროვეთ ანკეტური მონაცემები ან რაიმე მოიფიქრეთ ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებო და იმ საკითსაც მიხედოს ვინმემ, რომ მარტოხელა დედებსა და მათ შვილებს არ უწევდეთ მუდამ იმის მტკიცება რატომ არ წერია ბავშვის დბადების მოწმობაში მამის სახელი!” – წერს მაია ცირამუა Facebook-ში. 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად