მაია ცირამუა: არ შეიძლება ბავშვი მაკიაჟით “გაასექსუალუროს” მშობელმა და მერე ვიდეო ფბ-ზე გამოჭიმოს!

ფსიქოლოგი მაია ცირამუა მიიჩნევს, რომ მშობლებმა შვილებს მაკიაჟი არ უნდა გაუკეთონ, არ უნდა “გაასექსუალურონ” და შემდეგ მისი ვიდეო Facebook-ზე არ უნდა გაავრცელონ. როგორც ის Facebook-ის პირად გვერდზე განმარტავს, ეს სერიოზულად აზიანებს მის ფსიქიკას და ბავშვის სექსუალიზაციას ნორმად აქცევს.

“ბავშვი არ არის ინსტრუმენტი, თოჯინა, სათამაშო …. ბავშვი არ შეიძლება გამოპრანჭოს მშობელმა, გაუკეთოს მაკიაჟი, რაც ყველაზე შემზარავია “გაასექსუალუროს” და მერე ფბ ზე გამოჭიმოს მისი ვიდეო, რომელსაც 150 000 ზე მეტი ნახვა აქვს – ანუ კარგი მასალაა ცუდად დაინტერესებული ადამიანებისთვის.

ბავშვის ასეთ საფრთხეში ჩაგდება არ შეიძლება, სულ რომ გალიაში გამოკეტოთ და დაცული გყავდეთ – აზიანებთ, სერიოზულად აზიანებთ მის ფსიქიკას და ამას გარდა ნორმად აქცევთ ბავშვის სექსუალიზაციას.

ასეთ მშობელს სოციალურმა სამსახურმა უნდა გააგებინოს საკუთარი ფუნქცია, სულ რომ მდიდარი და გავლენიანი იყოს, სოციალურ სამსახურს აქვს უფლებამოსილება ეს გააკეთოს, რადგან ბავშვის ინტერესი არის უპირატესი.
P.S. არ მკითხოთ რა მოხდა, მაშინ მომიწევს ლინკების მოცემა და გავრცელება იმისი, რაც პირიქით უნდა შეიზღუდოს ამ სივრცეში. რაც მოხდა მიწერია ისედაც”,-წერს ფსიქოლოგი მაია ცირამუა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად