მაია ფანჯიკიძე ავსტრიის რესპუბლიკისადმი გაწეული სამსახურისათვის ოქროს ორდენით დაჯილდოვდა

მაია ფანჯიკიძე ავსტრიის რესპუბლიკისადმი გაწეული სამსახურისათვის ოქროს ორდენით დაჯილდოვდა. ინფორმაციას საქართველოში ავსტრიის სალჩო ავრცელებს.

საქართველოს საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი, ყოფილი ელჩი გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში და ასევე ნიდერლანდების სამეფოში, ყველასათვის ცნობილი გერმანისტი, ქალბატონი მაია ფანჯიკიძე 8 ივლისს ავსტრიის ფედერალური პრეზიდენტისაგან, ალექსანდერ ვან დერ ბელენისაგან დაჯილდოვდა ვარსკვლავით შემკული ღირსების უმაღლესი ოქროს ორდენით ავსტრიის რესპუბლიკისადმი გაწეული სამსახურისათვის. ჯილდო მას გადაეცა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების განმტკიცებაში შეტანილი წვლილისთვის, ასევე მის მიერ თანამედროვე ავსტრიელი მწერლების ნაწარმოებების ქართულ ენაზე თარგმნისთვის.
ორდენი ქალბატონ მაიას ავსტრიის ელჩმა საქართველოში არად ბენკომ, რეზიდენციაში გამართულ ღონისძიებაზე დიპლომატებისა და სტუმრების თანდასწრებით გადასცა.
ღირსების უმაღლესი ოქროს ორდენი არის ერთ-ერთი უმაღლესი ჯილდო, რომელსაც ავსტრიის ფედერალური პრეზიდენტი ანიჭებს „მხოლოდ იმ პირებს, რომლებმაც გამოიჩინეს თავი ავსტრიის რესპუბლიკის სამსახურში ან/და განსაკუთრებული საზოგადოებრივი სიკეთე მოუტანეს მას“. – ნათქვამია საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად