მაია ნიკოლეიშვილი: პატარა ქვეყნის პატარა დიქტატორს ესკორტით მიაცილებენ დიდი ქვეყნის დიდი დიქტატორის მშობლიურ, ქართულ ქალაქში

ასე ეხმიანება დამოუკიდებელი სასამართლო-სამედიცინო ექსპერტი მაია ნიკოლეიშვილი მსჯავრდებული საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანას.

“პატარა ქვეყნის პატარა დიქტატორს ესკორტით მიაცილებენ დიდი ქვეყნის დიდი დიქტატორის მშობლიურ, ქართულ ქალაქში.
თითქმის საუკუნის ინტერვალით, 21 დეკემბერს რატომ შობს ჩვენი ქვეყანა ბობოქარ, ავტორიტარ პიროვნებებს, რომელთაც ერთი ქვეყნის ტერიტორია ეცოტავებათ, პატარა საქართველოს მოქალაქეობას თმობენ და მეზობელ, სლავურ სივრცეს მიელტვიან თვითგანმტკიცებისა და საკუთარი გრანდიოზულობის მანიით შეპყრობილები და რომელთა მმართველობის ძირითადი ინსტრუმენტი თვალხილული თემიდა და დილეგებში (გლდანი, ლუბიანკა და სხვა) განხორციელებული წამება და სისასტიკეა?!
. . . ღამ-ღამობით ალბათ პატარა, გაუწონასწორებელ დიქტატორს დიდი, დინჯი დიქტატორის აჩრდილი გამოეცხადება, შექსპირისეული ტრაგედიების სტილში და ბევრ რამეს ჰკითხავს, მათ შორის, მისი ძეგლის დამხობისა და პირქვე დადების შესახებაც”, – წერს მაია ნიკოლეიშვილი.

კომენტარები
იტვირთება...