მაია ნიკოლეიშვილი: კობა დავითაშვილიც ყოფილი “მეგობრების” მსხვერპლი გახდა!

“ვუსამძიმრებ კობა დავითაშვილის ოჯახს და ყველა ქართველს, ვინც კობას სატანჯველი განიცადა.” – ექსპერტი მაია ნიკოლეიშვილი პოლიტიკოს კობა დავითაშვილის გარდაცვალებს ეხმიანება.

“კობას იმ პერიოდიდან ვიცნობდი, როცა მიშას გვერდით უდგა და როცა ჩვენ, ახალგაზრდა იდეალისტები, დარწმუნებული ვიყავით, რომ საქართველოსთვის უკეთეს მომავალს ვქმნიდით. ეს 2003-მდე იყო, “ახალგაზრდა რეფორმატორების” დროს.
მერე მოვიდნენ ხელისუფლებაში და ყველა ჩვენივე პროგრესული და დემოკრატიული მონაპოვარი დაამხეს და ზედ გაუგონარი სისასტიკეც დაუმატეს!
კობაც ყოფილი “მეგობრების” მსხვერპლი გახდა!
ნათელში იყოს წესიერი კაცის, კობა დავითაშვილის სული.” – წერს მაია ნიკოლეიშვილი.

 

შეგახსენებთ, კობა დავითაშვილი 2020 წლის 1 აგვისტოს სოციალურ ქსელში წერდა  თუ არ მექნა თვეში 500 დოლარის შემოსავალი, ტანჯვით სიკვდილისთვის ვარ განწირული

მოგვიანებით კი დაწერა: ძველ სამსახურში აღმადგინეს – პატრიოტთა ალიანსიდან წამლის ფულით უზრუნველმყვეს

კობა დავითაშვილი ოთხი მოწვევის პარლამენტის წევრი იყო. პოლიტიკური საქმიანობის ბოლო ეტაპზე, ის მერვე მოწვევის პარლამენტის წევრი “ქართული ოცნების” სიით გახდა, თუმცა უთანხმოების გამო “ოცნება” 2013 წელს დატოვა, უარი თქვა სადეპუტატო მანდატზე და საპრეზიდენტო არჩევნებში იყარა კენჭი. კობა დავითაშვილს 2017 წელს ე.წ. ბეხტერევის დაავადება დაუდგინეს. ის დაახლოებით 2 კვირის წინ ალადაშვილის კლინიკაში მძიმე მდგომარეობით გადაიყვანეს, სადაც ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფებოდა.

კობა დავითაშვილი 1993 წელს მონაწილეობდა ქართულ–აფხაზურ შეიარაღებულ კონფლიქტში, მსახურობდა არტილერიის გაერთიანების ოცმეთაურად. 1999 -2004 წლებში იყო საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: „საქართველოს მოქალაქეთა კავშირი“ და 2004-2006 წლებში — საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის წევრი (თბილისის გლდანის მაჟორიტარი), საარჩევნო ბლოკი: „სააკაშვილი — ნაციონალური მოძრაობა“. 2006 წლის ნოემბრამდე იყო საქართველოს კონსერვატიული პარტიის თავმჯდომარე.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად