მაია ნადირაძე: „ივანიშვილი არის ჭკუიდან შემცდარი, საკუთარი შვილების მჭამელი“

მე თავს ავარიდებ ბერას ფსიქოლოგიურ ანალიზს, იმიტომ რომ მას აქვს ჩვეულებრივი ადამიანური ნაკლი და ამაზე ყურადღების გამახვილება, როცა ის არ არის მთავარი შემოქმედი ჩვენი უბედურების, არ მგონია, რომ ძალიან სწორია, – ამის შესახებ პარლამენტის ყოფილმა დეპუტატმა ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობა – დემოკრატების” თავმჯდომარემ, მაია ნადირაძემ ტელეკომპანია „მთავარი არხის“ გადაცემაში “პოსტფაქტუმი” განაცხდა.

“მარტივ მაგალითს გეტყვით. ბერძნულ მითოლოგიაში იყო ასეთი მეფე, ტანტალოსი, რომელიც ძალიან პოპულარული იყო, ძალიან უყვარდა ყველას, არჩვეულებრივად კეთილგანწყობილი იყო არა მხოლოდ ხალხი, არამედ ოლიმპოს ღმერთებიც და თავს გაუვიდა, გასულელდა პირდაპირი მნიშვნელობით, ისე გასულელდა, რომ ერთხელ, როდესაც ოლიმპოს ღმერთები წვეულებაზე დაპატიჟა, შვილი დაუკლა და ის მიუტანა საჭმელად გამოსაცდელად, მიხვდებოდნენ ისინი თუ არა, რომ ადამიანის ხორცს ჭამდნენ. მთავარი ის არის რომ ივანიშვილმაც თავისი შვილები დაკლა საკუთარი ძალაუფლების და ამპარტავნების გადასარჩენად თუ შესანარჩუნებლად. ეს არის ყველაზე მთავარი, რასაც ჩვენ დღეს ვუყურებთ.

საქმე იმაშია, რომ ღმერთები მიხვდნენ და არ შეჭამეს. ღარიბაშვილი და ეს ხროვა არათუ ღმერთები არ არიან, არამედ სათანადო მონებიც კი ვერ არიან. ამიტომ, მათი საქმეა, რომ ამ შეწირულის ხორცი ჭამონ. ჩვენი ამოცანაა ეს ხორცი არ ვჭამოთ. ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ საქმე სხვა რამეშია, ის, რომ ბერას რაღაც თანდაყოლილი განსხვავებულობა აქვს, ის რომ მისი კოგნიტური შესაძლებლობა ძალიან შეზღუდულია, აღტკინებულია, რომ მამამისის ძალაუფლების ნაწილია. რომ იმეორებს: გითხრა? გითხრა? მოისმინე? მოისმინე? ეს მეორეხარისხოვანია, ეს ადასტურებს, რომ ჩვენს ხელისუფლებაში არის ადამიანი, რომელიც საკუთარ შვილებს კლავს და ჭამს. ან თავის მონებს აჭმევს, რომ შეინარჩუნოს ძალაუფლება. ჩვენი ვალია, ღარიბაშვილივით არ დავიწყოთ ხორცის ჭამა. ივანიშვილი არის ჭკუიდან შემცდარი, საკუთარი შვილების მჭამელი, რომელსაც ისეთივე ბოლო ელის, როგორიც იმ მეფეს, რომელიც წყალში იდგა, თავს დახრიდა და მდინარე გარბოდა. ხელს აწევდა ხილისთვის და ტოტი იწევდა, მის თავზე კი იდგა კლდე, რომელიც ყოველ წამს შეიძლება დასცემოდა. აი ამ თრთოლვაში, შიშში, მშიერი იდგა. ეს არის ივანიშვილის ცხოვრება, ჩვენი ამოცანაა, ყველას ვუთხრათ, რომ საკუთარი შვილების მჭამელები არ შეიძლება იყვნენ ჩვენი ბატონ-პატრონები“,-განაცხადა მაია ნადირაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...