მაია მწარიაშვილი ,,საქართველოს ბანკზე” თავდასხმის შესახებ: ეს იყო ტერორისტული აქტი

ეს განცხადება თბილისის ყოფილმა პროკურორმა მაია მწარიაშვილმა ტვ,,პირველის” ეთერში გააკეთა.

,,გამოძიება დაიწყო ყაჩაღობის და იარაღის უკანონოდ გამოყენების მუხლებით. ეს არც ყაჩაღობაა და არც იარაღის უკანონოდ გამოყენება. ეს ამბავი რასაც ჩვენ ვისმენთ დროში თანმიმდევრულად ისე განვითარდა, მინდა გითხრათ რომ არ იყო ყაჩაღობა.
ყაჩაღობა იქნებოდა რომ დამნაშავე შესულიყო ბანკში, სალაროდან აეღო ფული და წაეღო. მაგრამ  შემიძლია დადასტურებულად გითხრათ,  ეს იყო ტერორისტული აქტი.არ მიკვირს ჩვენმა სამართალდამცავმა უწყებამ საქმეს ეს კვალიფიკაცია რომ არ მიანიჭა. როცა დანაშაულის სტატისტიკაზე ვსაუბრობთ სტატისტიკის მანიპულაციისთვის ასეთი რაღაცები ხდება.”-განაცხადა მწარიაშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად