მაია ბუწაშვილი: გარდამტეხი იქნება ვაქცინა, პერსპექტივაში, წამალი ან ვირუსის მისუსტება, ჯერჯერობით, არ იკვეთება

“კორონავირუსი თავიდან თითქოს მართლა არ ტოვებდა ისეთ შთაბეჭდილებას, რომ აი ასეთ შედეგებს მივიღებდით.” – ამის შესახებ ინფექციონისტმა, მედიცინის მეცნიერებათ დოქტორმა, მაია ბუწაშვილმა “აიპრესს” განუცხადა

მაია ბუწაშვილის განცხადებით, არ არის გამორიცხული ვირუსი ერთ წელიწადზე მეტხანს გაგრძელდეს:

“თუმცა გარკვეულწილად არსებობს ბევრად უარესი ვირუსები და იმედია ისინი მსოფლიოს არ დაატყდება პანდემიის სახით, მაგრამ კორონავირუსმაც საკმაოდ გამანადგურებელი შედეგები მოიტანა. ყოველშემთხვევაში გადააჭარბა წინამორბედ პანდემიას, ეს იყო H1N1, რომელიც ერთ წელზე მეტ ხანს გაგრძელდა. ამიტომ მინიმუმ ერთი წელი გარდაუვალია, რომ პანდემია მიმდინარეობდეს, მაგრამ სავარაუდოდ კორონავირუსის შემთხვევაში, ეს კიდევ უფრო გახანგრძლივდება.

გარდამტეხი იქნება ვაქცინა. თუ კი ჩვენ გვექნება ეფექტური ვაქცინა და საბედნიეროდ ამის ძალიან დიდი იმედია, იმიტომ რომ 4 ვაქცინა უკვე სერიოზულ დამაიმედებელ შედეგებს იძლევა, ეს შეიძლება გარდატეხის სერიოზული საფუძველი გახდეს. სხვა რაიმე პერსპექტივაში, წამალი, ან თვითონ ვირუსის მისუსტება, ჯერჯერობით არ იკვეთება.”

ვრცელ ინტერვიუს მაია ბუწაშვილთან მოგვიანებით შემოგთავაზებთ.

 

სტატიის ავტორი თამარ ლეფსვერიძე
მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად