მაია ბუწაშვილი: დღევანდელი მაჩვენებელი საფუძველს გვაძლევს, რომ სავარაუდოდ მატება კიდევ იქნება

ექიმი ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი ვარაუდობს, რომ კორონავირუსით ინფიცირებულთა მატება კიდევ იქნება.

“დღევანდელი მაჩვენებელი საფუძველს გვაძლევს, რომ სავარაუდოდ მატება კიდევ იქნება.მთავარია, რომ გეომეტრიული პროგრესით არ მოხდეს ეს. შიში ნაკლებია, ვიდრე გაზაფხულზე იყო იმის გამო, რომ მეტი გამოცდილება დაგროვდა, და ამავდროულად, შემთხვევათა უმრავლესობა უსიმპტომოა.თუმცა, ეს ცრუ სიმშვიდის საფუძველს არ გვაძლევს, რადგან ყველაფერი ჯაჭვური რეაქციით მიმდინარეობს. არ არის გამორიცხული, ეს ინფექცია მივიღოთ მაღალი რისკის ჯგუფებში და მოხდეს ის, რისიც ყველაზე მეტად გვეშინია.” – განაცხადა მაია ბუწაშვილმა ტვ პირველთან.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად