მაია ბუწაშვილი: ამაზე სერიოზული აღმავლობა რა უნდა იყოს? უკვე სამნიშნა ციფრები გვაქვს

“აღმავლობა უკვე გვაქვს, ამაზე მეტი მოლოდინი რა უნდა იყოს? სერიოზული აღმავლობა გვაქვს, უკვე სამნიშნა ციფრები გვაქვს. მთავარია, ეს აღმავლობა არ იყოს ძალიან სწრაფი და სტაბილური სურათი მივიღოთ” – აცხადებს ექიმ ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი.

“მისი თქმით, ახლა მთავარია, დავიცვათ ყველა წესი, რადგან კორონა ვირუსს თან ემატება სეზონური ვირუსი გრიპის, რომლის პიკი მოსალოდნელია ნოემბრის თვეში.

“იმის მოლოდინი, რომ ერთმანეთს დაემთხვევა კორონავირუსის და გრიპის ინფექციები, ცოტა სერიოზული გამოწვევაა ჯანდაცვის სისტემისთვის, რადგან ადამიანებისთვის, სიმპტომების ერთმანეთისგან გარჩევა ძალიან ძნელი იქნება. .

გრიპის ვაქცინაცია იქნება ერთ-ერთი გამოსავალი გრიპის კონტროლისთვის. ვაქცინა ჯერ არ არის, თუმცა იმედი გვაქვს, რომ შეკვეთილია და მალე გაჩნდება ქვეყანაში. ვაქცინა უნდა გაიკეთონ ადამიანებმა და განსაკუთრებით რისკ ჯგუფებმა გრიპზე უნდა აიცრან” – განაცხადა მაია ბუწაშვილმა ტვ  პირველთან.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად