მაია ბოჭორიძე და ანა ლაპიაშვილი ბატუტზე სინქრონულ ხტომებში მსოფლიო ჩემპიონები გახდნენ

იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე ბატუტზე ხტომაში ახალგაზრდა და მოზარდ სპორტსმენთა შორის, ქართველმა გოგონებმა დიდ წარმატებას მიაღწიეს.

🏆განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ცნობით, 11-12 წლამდელთა კატეგორიაში, მაია ბოჭორიძემ და ანა ლაპიაშვილმა ოქროს მედლების და მსოფლიო ჩემპიონის ტიტულის მოპოვება შეძლეს სინქრონულ ხტომებში.

✅ ქართველ გოგონათა წყვილმა კვალიფიკაციაში წარმატების შემდეგ (44.710 ქულა), ფინალურ ეტაპზეც მაღალი შედეგი აჩვენა და 44.340 ქულით პირველი ადგილი დაიკავა. ბოჭორიძე-ლაპიაშვილის წყვილმა ფინალში რუსეთისა და იაპონიის წარმომადგენლებს აჯობა.

➡ აღსანიშნავია, რომ იაპონიაში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე, საერთაშორისო მსაჯად საქართველოდან მიწვეულია ტანვარჯიშის სახეობათა ეროვნული ფედერაციის გენერალური მდივანი, რუსუდან ხოფერია.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად