მაია ასათიანი: რუსთი კი არ მოდის, რუსეთი მოვიდა! საქართველოში მედიაოჯახთან ბრძოლა თქვენი დამარცხებით სრულდება!

რუსთი კი არ მოდის, რუსეთი მოვიდა! საქართველოში მედიაოჯახთან ბრძოლა თქვენი დამარცხებით სრულდება! – ამის შესახებ რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე ჟურნალისტმა მაია ასათიანმა განაცხადა.

“ახლა, როდესაც ჩვენ ვდგავართ იუნკერების საფლავების წინ და ეს შენობა სწორედ მათ საფლავებზეა აშენებული, ჩემ წინ დგანან ფერადი ახალგაზრდები. ზუსტად იმხელები, რამდენი წლისაც იუნკერები იყვნენ, როდესაც სიკვდილით შემოსილ წითელ დროშიან ქართული გვარის ადამიანებს წინ ეღობებოდნენ. დღეს რუსეთი კი არ მოდის, რუსეთი მოვიდა. გპირდებით ბავშვებო, გადაგეფარებით! იმიტომ, რომ სხვა დასაკარგი მე მართლა არ მაქვს. რაც მთავარია, ცხოვრების თითოეული შიში დაძლელული მაქვს. თითოეულ თქვენთაგანს, რა ორიენტაციისაც არ უნდა იყოთ და რა ფერის თმაც არ უნდა გქონდეთ, დაგიდგებით წინ მეც და მთელი ქართული მედიაა.

ჩვენი სიძლიერე ჩვენ მრავალფეროვნებაშია. ქართულ მედიას არცერთი ბრძოლა ჯერ არ წაგვიგია და ყველა ცვლილება სწორედ მედიიდან დაიწყო. ამ ხელისუფლებას გავახსენებ, ის საშინელი ცოცხების დღე, სად გავიდა ეთერში? – ტელევიზიით გავიდა. 2003 წლის ვარდების რევოლუციაც ტელეეთერით დაიწყო. 2007 წლის 7 ნოემბერიც ტელევიზიის გარშემო ხდებოდა. დეჟავუ ხომ არ გაქვთ? იქნებ სხვის შეცდომებზე მაინც ისწავლოთ, რომ საქართველოში მედია ოჯახთან ბრძოლა სრულდება თქვენი დამარცხებით!” – თქვა მაია ასათიანმა.

კომენტარები
იტვირთება...