მაღრაძე: ზოგი სიმინდს მოიყვანს, ზოგი ლობიოს, ზოგი კანაფს, ეს სოფლის მეურნეობის კულტურაა

ასე შეაფასა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გუგული მაღრაძემ, შსს-ს ახალი ინიციატივა, რომლითაც შესაძლოა ქვეყნიდან კანაფის ექსპორტი სამედიცინო და კოსმეტიკური მიზნით ნებადართული გახდეს, 

"უცხოეთში გასატანი ბევრი არაფერი გვაქვს. იმიტომ რომ ძალინ რთულია. ახლა უკვე იცით რამხელა შეჯიბრია ქვეყნებს შორის, ვინ გაიტანს ამ პროდუქტს უცხოეთში?

კითხვაზე, აქვს თუ არა საქართველოს ამის პოტენციალი? გუგული მაღრაძე პასუხობს, რომ "ეს არის სოფლის მეურნეობის კულტურა. ჰოდა, სოფლის მეურნეობა ჩვენთან განვითარებულია, მოიყვანენ სიმინდს, ლობიოს, მალინას და სადღაც მოიყვანენ ჟოლოს და სადღაც მოიყვანენ კანაფს. ეს იქნება ლიცენზირებული, ეს იქნება დათვლილი იმითი, რომ მოიტანოს მეტი მოგება ქვეყნისთვის". – განაცხადა დეპუტატმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად