მაღრაძე: ვისაც გაინტერესებთ რას ნიშნავს ზალკალიანი-ლავროვის შეხვედრა, გიწვევთ ჩემ ლექციებზე

ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გუგული მაღრაძემ სოციალურ ქსელში წერს.

“ორი დღეა ვუსმენ კომენტარებს საქართველოს და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შესახებ და დიდი სურვილი მაქვს საზოგადოებამ მეტი იცოდეს პოსტ კონფლიქტური რეკონსილიაციის მექანიზმების შესახებ. მიკვირს “ექსპერტებმა” ხომ მაინც იციან რას ნიშნავს ეს. თუ კონფლიქტის გადაჭრას მხარეები არ აპირებენ ომით და აღიარებენ მშვიდობიან გზას, კომუნიკაცია სხვადასხვა დონეებზე აუცილებელია. ახლა ლექციას ვერ წავიკითხავ რატომ და როგორ, თუ ვინმე ძალიან დაინტერესებულია, ვიწვევ ჩემ ლექციებზე თსუ კონფლიქტოლოგიის სამაგისტრო პროგრამის ფარგლებში 😀

ასევე დიპლომატიის გურუებმა ცხადია იციან , რომ არსებობს ე.წ. დახურული დიპლომატიაც, ახლა არ მითხრათ რომ ყველაფერი უნდა იყოს გამჭირვალე და ყველამ უნდა იცოდეს შეხვედრის ყველა ნიუანსიო. ძირითადი წითელი ხაზები არაერთგზისაა გაცხადებული ჩვენი ხელისუფლების მიერ ყველა დონეზე. ხელისუფლება ხალხის არჩეულია და მას აქვს უფლება აწარმოოს ის მოლაპარაკება, რაც საჭიროდ მიაჩნია მიზნისკენ მიმავალ გზაზე. სკეპტიკოსები ყოველთვის და ყველგან არიან, მაგრამ ხელისუფლებას მოქმედების გარკვეული თავისუფლება უნდა ჰქონდეს. ასე რომ ის კი არაა მთავარი, ვისი ინიციატივით შედგა ეს შეხვედრა. მთავარია რა შედეგები მოჰყვება ასეთ თუ სხვა შეხვედრებს. მთავარია რომ ჩვენ ვაცხადებთ მზაობას მოგვარდეს კონფლიქტი მშვიდობიანი გზით. ყველა დონის შეხვედრები უნდა გამოვიყენოთ ამ გზაზე”, – განაცხადა გუგული მაღრაძემ.

შეგახსენებთ, 2019 წლის 26 სექტემებერს გაერო-ს გენერალური ასამბლეის 74-ე სესიის ფარგლებში შვეიცარიის კონფედერაციის ინიციატივითა და ორგანიზებით გაიმართა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის და რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის შეხვედრა.

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად