მაღრაძე: სააკაშვილი მძიმე სულიერ და გონებრივ მდგომარეობაშია, თანაგრძნობას იწვევს!

ამის შესახებ, პოეტმა, დავით მაღრაძემ, პალიტრა ნიუსის ეთერში განაცხადა, სადაც ქვეყანაში ბოლო დროს მიმდინარე მოვლენებზე და საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის განცხადებებს გამოეხმაურა.

“ძალიან მძიმე მდგომარეობაში გამოიყურება სააკაშვილი. უკვე თითქმის თანაგრძნობას იწვევს ისე მძიმე, საწყალ მდგომარეობაში გამოიყურება – სულიერადაც, ინტელექტუალურადაც. ძალიან მძიმე მდგომარეობაა. აქ უკვე კომენტარიც გამოვა ცინიზმში გადავალ. არ მინდა, იმდენად მძიმე გონებრივ და სულიერ მდგომარეობაშია ადამიანი ჩავარდნილი.

მე, გარკვეული პერიოდი როდესაც ის ხელისუფლებაში იყო, ვიყავი ოპოზიციაში და ვიყავი წინააღმდეგობაში, ძალიან ორგანიზებული დანაშაულებრივი რეჟიმი მძივნარებდა, არ იყო უნიათოთა ხელისუფლება, ძალიან საფრთხის შემცველი იყო მათ წინააღმდეგ ბრძოლა, შევეცადეთ მის წინააღმდეგ გვებრძოლა“-ამბობს მაღრაძე.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად