მაღლაფერიძე: საბრძოლო სულისკვეთებას სულ უფრო მეტად ენაცვლება ფეისბუკურ-ვერბალური, მირაჟული პატრიოტიზმი

ამის შესახებ “საზოგადოებრივი მაუწყებლის” გენერალური დირექტორი ვასილ მაღლაფერიძე სოციალურ ქსელში წერს.

“ძალიან ბევრი თემა დალაგდებოდა და ვნებათღელვა შედარებით განელდებოდა, საზოგადოება და, პირველ რიგში მედია, რომ არკვევდეს იმ მოქალაქის დამოკიდებულებას ქვეყნის წინაშე სამხედრო მოვალეობებისადმი, რომელიც პოლიტიკურ აქტივობებშია ჩართული.
ისე, როგორც ეს ამერიკაში ხდება.

სად იყო ეს მოქალაქე ომის დროს? გაიარა სამხედრო სამსახური, ან რა მიზეზით აარიდა მას თავი?
ამერიკაში ეს აუცილებლად პასუხგასაცემი კითხვებია, როცა ადამიანი პოლიტიკაში მიდის ან მნიშვნელოვანი თანამდებობის დაკავებას აპირებს. განუწყვეტლივ აგრესიის მომლოდინე ისრაელშიც ძალიან სერიოზულ ყურადღებას აქცევენ, რომ მხედრულ-პატრიოტული სულისკვეთება არ დაეცეს, რასაც, სამწუხაროდ ვერ ვიტყვით საქართველოზე, სადაც ასევე განუწყვეტლივ აგრესიის მოლოდინში ვცხოვრობთ, თუმცა, რეალპატრიოტიზმს და საბრძოლო სულისკვეთებას სულ უფრო მეტად ენაცვლება ფეისბუკურ-ვერბალური, მირაჟული პატრიოტიზმი.
ამ სფეროში შემობრუნება გვჭირდება”, – წერს ვასილ მაღლაფერიძე.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...