მაღლაფერიძე მერაბიშვილის განცხადებაზე: დამხობა ერთობ სახიფათო ცნებაა, ეს უნდა გაითვალისწინოს ყველა ჟურნალისტმა

ამის შესახებ “საზოგადოებრივი მაუწყებლის” გენერალური დირექტორი ვასილ მაღლაფერიძე სოციალურ ქსელში წერს.

“დამხობა ერთობ სახიფათო ცნებაა, რომელსაც პირდაპირ არასამართლებრივ სივრცეში გადაყავს ამ ცნების ირგვლივ ამა თუ იმ ფორმით გაერთიანებულნი. მედიის მიუკერძოებლობა კი არასამართლებრივ და სამართლებრივ სივრცეებს შორის ბალანსის შენარჩუნებას ან სულაც დამხობის ხელშეწყობას კი არ ნიშნავს, არამედ საზოგადოებისთვის რეალობის ჩვენებას.
ეს უნდა გაითვალისწინოს ყველა ჟურნალისტმა, რომელიც თავისი საქმიანობის გაგრძელებას მიკროფონით და კამერით აპირებს და არა ავტომატით”,- წერს ვასილ მაღლაფერიძე.

შეგახსენებთ, საქართველოს შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა დღეს “მატროსოვის ციხე” დატოვა. 7-წლიანი პატიმრობიდან გათავისუფლების შემდეგ მერაბიშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ  ამ ხელისუფლების დამხობის შემდეგ, ამ ციხის კარი პოლიტპატიმრებისთვის ფართოდ გაიღება

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად