მაღლაფერიძე ხაზარაძეზე: რაც მან იკადრა, მისი ცხოვრების ძალიან სამარცხვინო ლაქა და არასწორი საქციელია

“ძალიან მძიმე რეაქცია მაქვს იმ უკულტურო ჟესტზე, რასაც ჰქვია ამ პოლიტიკური კარიერის დაწყება, “პირველი არხის” მიკროფონზე ხელის წავლებით”,- ამის შესახებ, საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურმა დირექტორმა ვასილ მაღლაფერიძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში საუბრიასას განაცხადა.

“როგორც ჩანს კომკავშირიდან ადამიანი შეიძლება გამოიყვანო, მაგრამ ადამიანიდან ძნელია კომკავშირის გამოყვანა. ამ აბსურდზე კომენტარს არ გავაკეთებდი. ყველას შეუძლია იმ გზით აკეთოს თავისი კარიერა, როგორც საჭიროდ მიაჩნია, მაგრამ ძალიან მძიმე რეაქცია მაქვს იმ უკულტურო ჟესტზე, რასაც ჰქვია ამ პოლიტიკური კარიერის დაწყება “პირველი არხის” მიკროფონზე ხელის წავლებით.

ყველა კარგად უნდა დაუკვირდეს რას წაავლებს ხელს, იმიტომ რომ ეს არის ძალიან დიდი უკულტურობა და არასწორი საქციელი მისი მხრიდან.

ამ ეტაპზე ეს საქციელი იკმარონ და თუ კლოუნადა მოუნდებათ, საკუთარ ოთახებში იკლოუნონ, საკუთარ ოფისებში, საკუთარ გარემოცვაში.

ის რომ მამუკა ხაზარაძის კომპტიუტერი გატეხა და გამოიტანა ინფორმაცია, რომელსაც მისივე მეგობრები სრულიად ღიად და საჯაროდ ყვებიან ყველგან, სუფრაზე, ოჯახებში ეს ისეთი აფსურდია რომ შეაფასოს, თუ მას ტაშისდაკვრელები ეყოლება ეს ტაშიც მშვიდობაში მოახმაროს მას.

ვურჩევდი მას ვიცნობ, ისიც მიცნობს, ასეთი აბსურდებისგან თავი შეიკავოს. ვუსურვებ გამოსაწოროს და საქართველოს საკეთილდღეოდ იმოღვაწეოს პოლიტიკურ სფეროში, ეს არის ძალიან სამარცხვინო ლაქა მის ცხოვრებაში, რაც მან ახლა იკადრა და გააკეთა”,-განაცხადა ვასილ მაღლაფერიძემ.

 

ცნობისთვის, საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელოს“ დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე აცხადებს, რომ ინფორმაცია, რომელიც საქართველოს პირველმა არხმა მოძრაობის წევრების შესახებ გუშინ გაავრცელა, მოძრაობა „ლელოს“ კომპიუტერიდან იყო ამოღებული.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად