მაღლაკელიძე: დარბევა ვერ შეგვაშინებს, გავაგრძელებთ აქციებს პროპორციული საარჩევნო სისტემის მოთხოვნით

ქუთაისში წუხელ ღამით განვითარებული მოვლენები გაერთიანებულ ოპოზიციაში „ძალა ერთობაშია“ შეაფასეს.

როგორც ოპოზიციის წარმომადგენელმა ანდრო მაღლაკელიძემ განაცხადა, ეს პირველი შემთხვევა არაა, როცა ხელისუფლება ოპონენტებს აქციებს უწყობს.

„მინდა აღვნიშნო, ბევრნიც არ ყოფილან, თუმცა მათი ნაწილი იყვნენ საჯარო სამსახურებში დასაქმებულები. ვამბობთ კიდევ ერთხელ, რომ ჩვენ ვერანაირი დარბევა ვერ შეგვაშინებს და გავაგრძელებთ აქციებს პროპორციული საარჩევნო სისტემის მოთხოვნით,“ – აღნიშნა ანდრო მაღლაკელიძემ.

გუშინ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები „ქართული ოცნების“ ქუთაისის ორგანიზაციის ოფისთან მივიდნენ და დააბოქლომეს. რის შემდეგაც უკვე მმართველი პარტიის წარმომადგენლები შეიკრიბნენ ოპოზიციის შენობასთან, სადაც ცოცხები მიიტანეს და კვერცხები დაუშინეს. ხელისუფლებისა და ოპოზიციის მხარდამჭერებს შორის რამდენჯერმე მოხდა როგორც სიტყვიერი, ისე ფიზიკური დაპირისპირება. სიტუაციის განმუხტვას გვიან ღამემდე ცდილობდნენ სამართალდამცველები.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად