მაღაზიებს, რომლებსაც ვაჭრობის უფლება აქვთ, დახლიდან ყველა სახის პროდუქციის გაყიდვა შეუძლიათ

ქვეყანაში დაწესებული შეზღუდვების პირობებში, სურსათის, ცხოველების საკვების, აფთიაქების, ვეტაფთიაქის, საყოფაცხოვრებო ქიმიისა და ჰიგიენის მაღაზიების და პრესის ჯიხურების მუშაობის უფლება აქვთ.

მიუხედავდ ამისა, ის მაღაზიები რომლებიც მაგალითად სარეცხ და ჰიგიენურ საშუალებებს ყიდის, დახლიდან სხვა პრიდუქტს არ ყიდის. მათი თქმით, მთავრობის დადგენილებით მუშაობენ როგორც ქიმიური ნაწარმის მაღაზია და სხვა ნივთებს ვერ გაყიდიან.

როგორც “აიპრესს” მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის განუცხადეს, მაღაზიებს, რომლებსაც დაწესებული შეზღუდვების პერიოდში ვაჭრობის უფლება აქვთ, შეუძლიათ გაყიდონ ნებისმიერი სახის პროდუქტი, რაც დახლზე აქვთ, იქნება ეს ჭურჭლი, საახალწლო სუვენირები თუ სხვა პროდუქცია.

ასევე, მიუხედავად იმისა, რომ არ ეზღუდება მუშაობა კერძო სამშენებლო-სარემონტო საქმიანობას, სანტექნიკის და სამშენებლო მაღაზიებს, მუშაობა მხოლოდ დისტანციურ რეჟიმში შეუძლიათ.

შეგახსენებთ, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, საქართველოში 28 ნოემბიდან 24 დეკემბრამდე ეკონომიკურ საქმიანობაზე და მუნიციპალურ ტრანსპორტით მოძრაობაზე შეზღუდვები დააწესა. რომელიც დროებით 24 დეკემბერიდან 2021 წლის 3 იანვრის ჩათვლით მოიხსნება.

მთავრობის გადაწყვეტილებით, 2021 წლის 3 იანვრიდან 15 იანვრამდე უქმე დღეები გამოცხადდა.

შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ: 28 ნოემბერიდან – 31 იანვრის ჩათვლით საქართველოში შეზღუდვა დაწესდა – რა იზღუდება და რა არა ქვეყანაში

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად