მაღაროელებსა და “ჯორჯიან მანგანეზს” შორის მოლაპარაკება კონკრეტული შედეგის გარეშე დასრულდა

ჭიათურაში მაღაროელებსა და კომპანი “ჯორჯიან მანგანეზის” ადმინისტრაციას შორის რამდენიმესაათიანი მოლაპარაკება კონკრეტული შედეგის გარეშე დასრულდა.

მხარეები შეთანხმდნენ, რომ ხვალ, 15:00 საათზე შეიკრიბებიან და ყველა მოთხოვნას ერთობლივად განიხილავენ. “ჯორჯიან მანგანეზის” სპეციალური მმართველის თქმით, კომპანია მზადაა ანაზღაურება გაზარდოს, თუმცა კონკრეტული დეტალები ხვალინდელი შეხვედრის შემდეგ გადაწყდება.

მოლაპარაკებების პროცესში ჩართული იყო შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტი. მათი გადაწყვეტილებით, ხვალიდან პროცესში მედიატორი ჩაერთვება. მაღაროელების ნაწილი დღეს გაიფიცა და მათი მთავარი მოთხოვნები ხელფასების 50 % გაზრდა, ჯანდაცვის და შრომის პირობების გაუმჯობესება და ქალაქში ეკოლოგიური ვითარების გამოსწორებაა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...