სტარლინკის მაღალსიჩქარიანი ინტერნეტი საქართველოშიც ხელმისაწვდომია. ამის შესახებ სოციალურ ქსელ X-ში მისი მფლობელი ილონ მასკი წერს.

სტარლინკის ხელმისაწვდომობის რუკის მიხედვით, სტარლინკის ინტერნეტი ხელმისაწვდომია საქართველოში, გარდა მისი ოკუპირებული ტერიტორიებისა.

სტარლინკი ილონ მასკის თანამგზავრული ინტერნეტის პროგრამაა.