მაღალმთიანი დასახლებისთვის კანონით დადგენილი შეღავათებით კიდევ 6 სოფლის მოსახლეობა ისარგებლებს

პირველი აპრილიდან მაღალმთიანი დასახლებისთვის კანონით დადგენილი შეღავათებით კიდევ 6 სოფლის მოსახლეობა ისარგებლებს. კერძოდ, გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელი მელაანის, დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელი ახალციხეს, საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფლების სპეთისა და ჭალოვანის და ქარელის მუნიციპალიტეტში ოკუპირებულ ტერიტორიებთან გამყოფი ხაზის პირას მდებარე სოფლების დვანისა და კნოლევის 4,500-მდე მოსახლე დღეიდან შეძლებს „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი სოციალური და საგადასახადო შეღავათების მიღებას. ინფორმაციას სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

მაღალმთიან დასახლებაში მცხოვრები პირისათვის დადგენილი შეღავათები მოიცავს შვილის შეძენისას ოჯახების სოციალური დანამატით, პენსიონერთა, ექიმებისა და ექთნების, საჯარო სკოლის მასწავლებელთა, სპორტის სფეროში დასაქმებულ მწვრთნელთა დანამატით, მოხმარებული ელექტროენერგიის შეღავათით, უმაღლესი განათლების დაფინანასებით, საგადასახადო და სხვა შეთავათებით სარგებლობას.

ამ დროისათვის, საქართველოში მაღალმთიანი დასახლების სტატუსი მინიჭებული აქვს ქვეყნის 1,737 დასახლებას და მთაში მუდმივად მცხოვრების სტატუსით სარგებლობს 250,000-მდე მოქალაქე. კანონის ამოქმედებიდან 2019 წლის ჩათვლით სახელმწიფომ 310 მლნ ლარი მიმართა მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობის მხარდაჭრისთვის.
უკვე მეხუთე წელია მაღალმთიან რეგიონში მცხოვრები მოსახლეობისთვის დაწესებულია როგორც სოციალური, ისე საგადასახადო შეღავათები მთაში ეკონომიკური საქმიანობის წახალისების მიზნით.

2016 წლიდან დღემდე, კანონით დაწესებული სხვადასხვა სოციალური შეღავათის ფარგლებში, ახალშობილისთვის დახმარების სახით გაიცა თითქმის 27 მილიონი ლარი; 97 მილიონი ლარამდე ოდენობის დანამატი სახელმწიფო პენსიაზე მიიღეს პენსიონერებმა; გაიცა სოციალური პაკეტის დანამატი 12.1 მილიონი ლარის ოდენობით; 14 მილიონზე ლარზე მეტი გაიცა სამედიცინო პერსონალზე; 90 ათასზე მეტმა ბენეფიციარმა ისარგებლა 24.1 მილიონი ლარის შეღავათით ელექტროენერგიაზე;  48.3 მილიონი ლარი გაიცა მასწავლებლებისთვის და 687 000 ლარი მწვრთნელებისათვის. საგადასახადო შეღავათებით სარგებლობს უკვე  401 საწარმო. 

კანონის ამოქმედებიდან მაღალმთიანი დასახლებების ფონდიდან სხვადასხვა ინფრასტრუქურულ პროექტებს და სახელმწიფო ბიუჯეტიდან კანონით დადგენილი შეღავათებს 309,964,789 ლარი  მოხმარდა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად