მაღალმთიანი აჭარის “ოცნების” მაჟორიტარის მანქანაზე ენმ-ს საარჩევნო ნომრის სტიკერი მიაკრეს

საქართველოს პარლამენტში, მაღალმთიანი აჭარის "ქართული ოცნების" მაჟორიტარი დეპუტატის ანზორ ბოლქვაძის მანქანაზე "ნაციონალური მოძრაობის" საარჩევნო ნომერი – 5 და გადახაზული "ქართული ოცნების" ლიდერის ბიძინა ივანიშვილის სტიკერები მიაკრეს.

აღნიშნული ფოტო ქობულეთის საკრებულოს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ბონდო თედორაძემ, საკუთარ "ფეისბუქ" გვერდზე გაავრცელა შედეგი წარწერით:
„ბოლქვაძე მიხვდა დანაშაულს და გადახაზა ბიძინა, გააკრა 5 ნომერი სტიკერი! ძალა ერთობაშია!
#თორნიკერიჟვაძე
#ირაკლიკობახიძე თქვენ როდის აკრავთ???“, – წერს სოციალურ ქსელში ბონდო თედორაძე. 

აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით ანზორ ბოლქვაძე ამბობს, რომ ამის შესახებ ჟურნალისტებისგან გაიგო, დეპუტატი საქმეში პოლიციის ჩარევას აპირებს, რათა გამოიძიონ, ვინ მიაკრა აღნიშნული სტიკერები მის ავტომობილზე. 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...