მაღალმთიან რეგიონში მცხოვრებთათვის პირველადი დახმარების სწავლება ჩატარდა

მაღალმთიან რეგიონში მცხოვრები პირები გადაუდებელ სამედიცინო დახმარებაში მომზადდნენ. პირველი ჯგუფის სწავლება უკვე დასრულდა. წარმატებულ კურსანტებს სერტიფიკატები საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორმა, ავთანდილ თალაკვაძემ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანთან ერთად გადასცა.

კურსის მონაწილეებს სამედიცინო ჩანთებიც დაურიგდათ. კომპლექტაცია გადაუდებელი დახმარებისთვის საჭირო სამედიცინო სახარჯ მასალასა და ინვენტარს მოიცავს.
გადაუდებელ სამედიცინო დახმარებაში მომზადება სასწავლო-სატრენინგო ცენტრის ბაზაზე მიმდინარეობდა. სწავლება თეორიული და პრაქტიკული ნაწილებისგან შედგებოდა.
პროგრამის მიზანი მაღალმთიან რეგიონში მუდმივად მცხოვრები პირებისთვის პირველადი სამედიცინო დახმარების უნარ-ჩვევების განვითარება და გადაუდებელი დახმარების ხარისხის გაუმჯობესებაა.
სინქ:
1. მზია გიორგობიანი – რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე
2. ავთანდილ თალაკვაძე – საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორი

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...