მაღალი კაშხლების საქართველოს ეროვნული კომიტეტის ყოველწლიური კონფერენცია “მოწინავე მიდგომები კაშხლების უსაფრთხოებისათვის”

„საქართველოს მაღალი კაშხლების ეროვნული კომიტეტის“ (Gncold)-ის ორგანიზებით 28 თებერვალს სასტუმრო რედისონ ბლუ ივერიაში ჩატარდება ყოველწლიური კონფერენცია „მოწინავე მიდგომები კაშხლების უსაფრთხოებისათვის”.

კონფერენციაზე  ქართველი და საერთაშორისო ექპერტების მიერ კაშხლებისა და  ჰიდროენერგეტიკული ნაგებობების უსაფრთხოების საკითხებში, განხილული იქნება  როგორც მსოფლიოში, ასევე საქართველოში არსებული ინოვაციური და მოწინავე მიდგომები  კაშხლების უსაფრთხო მშენებლობა ფუნქციონირებისთვის. მათ შორის: საერთაშორისო პერსპექტივები კაშხლების უსაფრთხოების რისკების მართვისას, კაშხლების უსაფრთხოების სეისმური შეფასება და მზადყოფნა საგანგებო სიტუაციებისთვის, კაშხლების უსაფრთხოებისა და რისკების ანალიზის საერთაშორისო გამოცდილება, იმსჯელებენ სატელიტური რადარული ინტერფერომეტრიის გამოყენების აუცილებლობაზე ჰიდროენერგეტიკისა და გეოლოგიური საფრთხეების მიმართულებით. ასევე განხილული იქნება საქართველოში ჰიდროენერგეტიკულ ნაგებობათა უსაფრთხოების კუთხით არსებული  რისკები და გამოწვევები

 კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებენ მსოფლიოში ჰიდროენერგეტიკული ნაგებობების მიმართულებით მომუშავე აღიარებული კომპანიები, ცნობილი საერთაშორისო და ქართველი  სპეციალისტები. საგულისხმოა,  რომ კონფერენციაზე მოხსენებას გააკეთებს ესპანეთის მაღალი კაშხლების ეროვნული კომიტეტის (Snancold) პრეზიდენტი პრ. იგნასიო ესკუდარ ბუენო. იგეგმება საქართველოს მაღალი კაშხლების ეროვნული კომიტეტსა და ესპანეთის მაღალი კაშხლების ეროვნული კომიტეტს  შორის ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმის ხელმოწერა.

კონფერენციის მხარდამჭერები არიან: საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდი, საქართველოს ენერგეტიკის აკადემია და შპს „ჰიდროდიაგნოსტიკა“.

 

კონფერენცია 28 თებერვალს, რედისონ ბლუ ივერიაში 10 საათზე დაიწყება.

 

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად