მადუროს, რუსეთისა და ვენესუელის თანამშრომლობის 10-წლიანი გეგმის შედგენა სურს

ვენესუელის პრეზიდენტ ნიკოლას მადუროს მიაჩნია, რომ რუსეთთან 10-წლიანი თანამშრომლობის შესახებ გეგმის შემუშავება კარგი იდეაა. ამის შესახებ მან რუსეთის ვიცეპრემიერი იური ბორისოვთან შეხვედრის ფარგლებში განაცხადა.

„მიმაჩნია, რომ კარგი იდეაა, შემუშავდეს გეგმა, რომელიც 10 წელიწადზე იქნება გათვლილი, რათა კარგად წარმოვიდგინოთ ჩვენი მომავალი“, – განაცხადა მადურომ.

ბორისოვმა კი თავის მხრივ განაცხადა, რომ რუსეთი და ვენესუელა, ურთიერთთანამშრომლობის გეგმის შემუშავებას აპირებს, რომელიც მინიმუმ 2030 წლამდე იქნება გაწერილი. მისი თქმით, ეს სტრატეგიული ხასიათის მქონე დოკუმენტი იქნება, რომელიც განსაზღვრავს მოსკოვისა და კარაკასის სავაჭრო-ეკონომიკურ, სამეცნიერო-ტექნიკურ და კულტურულ ორმხრივ ურთიერთობას.

რუსეთის ვიცეპრემიერმა განაცხადა, რომ ვენესუელაში მისი ვიზიტი ტექნიკური ხასიათის იყო, რომ მხარეებმა განიხილეს სავაჭრო ბრუნვის ზრდა და ვენესუელის ეკონომიკის აღდგენის საკითხები.

მადურომ კი აგრეთვე განაცხადა, რომ მოსკოვმა და კარაკასმა გაახანგრძლივეს კონტრაქტი სამხედრო-ტექნიკურ სფეროში.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად