მადურო: ვენესუელელმა მეცნიერებმა შეიმუშავეს პრეპარატი კორონავირუსთან საბრძოლველად

ვენესუელელმა მეცნიერებმა შეიმუშავეს პრეპარატი კორონავირუსის ინფექციასთან საბრძოლველად. ამის შესახებ განცხადება სამხრეთ ამერიკის რესპუბლიკის პრეზიდენტმა ნიკოლას მადურომ გააკეთა.

“კვლევამ ექვსი თვე გასტანა და შედეგებმა აჩვენა COVID-19 ვირუსის 100%-იანი აღმოფხვრა ჯანმრთელ მოლეკულებზე ტოქსიკური ზემოქმედების გარეშე”, – თქვა მან სიტყვით გამოსვლისას.

პრეზიდენტის თქმით, უახლოეს დღეებში ქვეყანა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას (WHO) გადასცემს ვენესუელის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის მიერ ჩატარებული მუშაობის შედეგებს. “WHO-ს დამტკიცების შემდეგ, ჩვენ დავიწყებთ საერთაშორისო ალიანსების ძებნას ამ მოლეკულის მასობრივი წარმოებისთვის”, – განაცხადა მან.

მადუროს ვერსიით, “კორონავირუსის გამანადგურებელი პრეპარატი ემყარება DR10 მოლეკულას, რომელიც გამოიყენება C ჰეპატიტის, პაპილომავირუსის და ებოლას სამკურნალოდ”.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად