მადურო: ვენესუელა პერუში არსებულ ჩვენს საელჩოზე თავდამსხმელების საჯაროდ დასჯას მოითხოვს

ვენესუელის პრეზიდენტი ნიკოლას მადურო პერუს ხელისუფლებისგან, ლიმაში არსებულ საელჩოზე თავდასხმის გამო ბოდიშის მოხდას ითხოვს.

“ვენესუელა მოითხოვს, რომ ის ადამიანები, რომლებიც თავს დაესხნენ ჩვენს საელჩოს პერუში, დააკავონ და საჯაროდ დასაჯონ”, – აცხადებს იგი.

იგი აგრეთვე პერსონალის ელცებისა და კონსულების უსაფრთხოების გარანტიას მოითხოვს.

როგორც ცნობილი გახდა, 9 იანვარს პერუს ხელისუფლებამ ნიკოლას მადუროსა და 90 ვენესუელელ მაღალჩინოსანს ქვეყნის ტერიტორიაზე შესვლა აუკრძალა. ამის მიზეზი კი მადუროს კიდევ ერთი ვადით გაპრეზიდენტება გახდა, იგი ამ ტანამდებობაზე კიდევ 2025 წლამდე დარჩება. აქამდე ჯგუფი ლიმას წევრმა ქვეყნებმა, რომელშიც პერუც სედის, მადუროსგან თანამდებობაზე უარის თქმა და ქვეყნის საპრეზიდენტო არჩევნების ხელახლა ჩატარება მოითხოვეს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...