მადურო: ავიარეისების შეჩერებით, ვენესუელის გარდა, ამერიკაც დაზარალდა

ვენესუელის პრეზიდენტი ნიკოლას მადურო მიიჩნევს, რომ შეერთებულმა შტატებმა ვენესუელაში ავიარეისების შეჩერებით არა მხოლოდ ვენესუელა დააზარალა, არამედ თავადაც დაზარალდა. ინფორმაციას ტელეარხი VTV ავრცელებს.

“ვინ მოგზაურობს? ვენესუელის მოსახლეობა, რომლებიც შეერთებულ შტატებში ცხოვრობენ და ვენესუელაში მიემზგავრებიან, რომელთაც ბიზნესი აქვთ, ან ნათესავები ჰყავთ და რეგულარულად მოგზაურობენ. ამ ფრენების შეჩერებამ ვენესუელის მოსახლეობას, ამერიკელებსა და სხვადასხვა ეროვნების ადამიანებს ზიანი მიაყენა “, – განაცხადა მადურომ.
მისი შეფასებით, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა საკუთარი თავი და სხვა მოქალაქეები დააზარალა.
“თქვენ, ბატონო ტრამპ, მსოფლიოს მოქალაქეების გადაადგილების თავისუფლების უფლება დაარღვიეთ”, – განაცხადა მან.
აშშ-ს სატრანსპორტო სამინისტრომ ვენესუელის მიმართულებით რეისის შეჩერების ბრძანება გასცა. დროებითი აკრძალვა გავლენას მოახდენს როგორც სამგზავრო, ასევე სატვირთო რეისებზე. დეპარტამენტის განმარტებით, გადაწყვეტილების მიზეზი ისაა, რომ ვენესუელაში არსებული სიტუაცია მგზავრების, თვითმფრინავებისა და ეკიპაჟის უსაფრთხოებას საფრთხეს უქმნის.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...