მადრიდის ცენტრში მომხდარ აფეთქებას მსხვერპლი მოჰყვა (ვიდეო)

მადრიდის ცენტრში, შენობის აფეთქბის შედეგად, არიან დაღუპულები. მაშველებმა ნანგრევებში 3 ცხედარი აღმოაჩინეს. ვრცელდება ინფორმაცია, რომ დაკარგულების ძებნა გრძელდება. ინფორმაციას დაღუპულების შესახებ გამოცემა La Vanguardia ავრცელებს.

როგორც ირკვევა, შენობა ადგილობრივ ეპარქიას ეკუთვნოდა. აფეთქების შედეგად დანგრეულ სართულებზე ეპარქიის მსახურები ცხოვრობდნენ. დაზუსტებით ამბობენ, რომ ერთი ღვდელთმსახური ნანგრევებშია მოყოლილი და მისი ძებნა გრძელდება.

რამდენიმე ადამიანი, მძიმე დაზიანებებით, ჰოსპიტალში გადაიყვანეს. წინასწარი ინფორმაციით, აფეთქება გაზის გაჟონვამ გამოიწვია. შენობის რამდენიმე სართულზე ცეცხლის ჩაქრობა ამ დრომდე ვერ ხერხდება.

შეგახსენებთ, რომ მადრიდის ცენტრში მომხდარ ძლიერ აფეთქებას ერთ-ერთი შენობის რამდენიმე სართულის ჩამონგრევა მოჰყვა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად