მადრიდის „რეალმა” საკუთარ მინდორზე „სევილიას” ვერ მოუგო

ესპანეთში დასრულდა 35-ე ტურის შეხვედრები

გუშინ, ბარსელონაში, „ბარსელონას” და `ატლეტიკოს” შორის ფრედ დამთავრებული შეხვედრის შემდეგ მადრიდის „რეალს” პირველ ადგილზე გადასვლის კარგი შანსი გაუჩნდა, თუმცა მან დღეს საკუთარ მოედანზე „სევილიას” ვერ მოუგო.

„სეველიასთან” პირველი ტაიმის 0:1 წაგების შემდეგ, მადრიდელებმა 67-ე წუთზე ანგარიშის გათანაბრება შეძლეს, მაგრამ 11 წუთში მათ კარში დანიშნული პენალტი ივან რაკიტიჩმა გამოიყენა. დარჩენილ დროში „რეალმა” მხოლოდ ანგარიშის გათანაბრება შეძლო და მეტად საჭირო ორი ქულა დაკარგა.

გოლები: ფერნანდო (22′, 0:1), მარკო ასენსიო (67′, 1:1), ივან რაკიტიჩი (78′, 1:2), დიეგო კარლოსი (90+4′, საკუთარ კარში, 2:2)

სატურნირო მდგომარეობა

„ატლეტიკო” 35 თ → 77 ქ
„რეალი” 35 თ → 75 ქ
„ბარსელონა” 35 თ → 75 ქულა

დარჩენილი შეხვედრები

„ატლეტიკო” – „რეალ სოსიედადი”
„გრანადა” – „რეალი”
„ლევანტე” – „ბარსელონა”

„ატლეტიკო” – „ოსასუნა”
„ატლეტიკი” – „რეალი”
„ბარსელონა” – „სელტა”

„ვალიადოლიდი” – „ატლეტიკო”
„რეალი” – „ვილიარეალი”
„ეიბარი” – „ბარსელონა”

კომენტარები
იტვირთება...