მადრიდის “რეალი” “მანჩესტერ სიტისთან” “სანტიაგო ბერნაბეუზე” დამარცხდა – 1:2

მადრიდში ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალის პირველი მატჩი გაიმართა

“სანტიაგო ბერნაბეუზე” მადრიდის “რეალი” მანჩესტერის “მანჩესტერ სიტის” მასპინძლობდა. პირველ ტაიმში “რეალი” ოდნავ უკეთ გამოიყურებოდა სტუმრებზე, თუმცა მას ამით სარგებელი არ მიღია და ტაიმი 0:0 დასრულდა.

 
მეორე ტაიმი პირველი წუთებიდან “სიტიმ” რამდენჯერმე შეუტიეს მასპინძლებს, მეკარე კურტუა აიძულეს ეჩვენებინა თავისი ოსტატობა და ამ დროს, არცთუ რთულ სიტუაციაში, რამდენიმე ფეხბურთელმა ერთად დაუშვა შეცდომა და ისკომ “რეალი” დააწინაურა – 1:0.


 
ამის შემდეგ უპირატესობა მადრიდელთა მხარეს გადავიდა და “სიტის” დამარცხებას თითქოს აღარაფერი უკლდა, როდესაც ბელგიელმა შემტევმა ნახევარმცველმა კევინ დე ბრეინმა საჯარიმოში მადრიდელთა რამდენიმე მცველი თავისკენ მიიზიდა და შემდეგ მეკარის მოედანში ჩააწოდა. მცველთან ბრძოლაში “სიტის” ბრაზილიის ნაკრების თავდამსხმელმა, გაბრიელ ჟეზუსმა იმარჯვა და შეხვედრის 78-ე წუთზე თავური დარტყმით გაათანაბრა ანგარიში – 1:1.


 
შეხვედრის 83-ე წუთზე საჯარიმოს მარცხენა კუთხეში შესული რახიმ სტერლინგზე უხეში თამაშისთვის”რეალის” კარში დანიშნული თერთმეტმეტრიანი კევინ დე ბრეინმა გამოიყენა – 2:1.


 
86-ე წუთზე მეკარესთან პირისპირ გასული გაბრიელ ჟეზუსის წაქცევისთვის სერხიო რამოსი გაუძევეს “რეალს”, რამაც მეოთხედფინალში მისი გასვლა ძალზე სათუო გახადა.

 
მოამზადა რაულ კაპანაძემ
მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად