მადრიდის გამოფენაზე ვიზიტორებმა ქართული ღვინო და კერძები დააგემოვნეს

მადრიდის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე აჭარისა და ზოგადად, საქართველოს ტურისტულ შესაძლებლობებს ესპანეთის ტურიზმის სახელმწიფო მდივანი იზაბელ ოლივერი გაეცნო. ის საქართველოს სტენდს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურ მდივან ზურაბ პოლოლიკაშვილთან და ესპანეთის სამეფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩ ილია გიორგაძესთან ერთად სტუმრობდა.

გამოფენის სტუმრებს აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე ქრისტინე ძიძიგურმა რეგიონის ტურისტულ პროდუქტებსა და სერვისებზე ესაუბრა.

მადრიდის საერთაშორისო ტურისტული გამოფენა FITUR 2020 წამყვანი ტურისტული გამოფენაა მსოფლიოში, რომელშიც 165 ქვეყნის 10,487 ტურისტული კომპანია და ორგანიზაცია მონაწილეობს. გამოფენის ფარგლებში ვიზიტორებს საშუალება ჰქონდათ სტენდთან ქართული კერძები და ღვინო დაეგემოვნებინათ. გარდა ამისა, დეტალური ინფორმაცია მიეღოთ რეგიონის საზღვაო და სამთო ტურისტული პროდუქტების შესახებ.

გამოფენის ფარგლებში დეპარტამენტის წარმომადგენლებმა სამომავლო თანამშრომლობის მიზნით შეხვედრები გამართეს ტურისტული სააგენტოებისა და მედიის წარმომადგენლებთან.

მადრიდის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი ტურიზმის ეროვნული ადმინიტრაციისა და ტურისტული კომპანიების წარმომადგენლებთან ერთად მონაწილეობდა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად