მადრიდის “ატლეტიკო” უეფას სუპერთასის მფლობელი გახდა

უეფას ჩემპიონთა თასზე ევროპის ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული მადრიდის "რეალი" უეფას ლიგის გამარჯვებულ მადრიდის "ატლეტიკოს" შეხვდა.

შეხვედრის პირველივე წუთზე დიეგო კოშტამ "ატლეტიკო" დააწინაურა. 27-ე წუთზე კარიმ ბენზემამ გაქვითა ანგარიში, მეორე ტაიმის მე-18 წუთზე კი სერხიო რამოსმა თერთმეტმეტრიანიდან გატანილი გოლით "რეალი" დააწიანაურა. მეორე ტაიმის დასრულებამდე 11 წუთით ადრე ისევ დიეგო კოშტამ გამოიჩინა თავი და ანგარიში გააათანაბრა.

დამატებით დროის მე-9 და მე-14 წუთებზე საულ ნიგუეზმა და კოკემ გაიტანეს გოლები, "ატლეტიკომ" ანგარიშით 4:2 დაამარცხა "რეალი" და უეფას სუპერთასის მფლობელი გახდა

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად